იტალიელი ჟურნალისტი საბა გოგლიჩიძეზე: პოტენციური ჩემპიონია
La Repubblica-ს ჟურნალისტმა ჯანმარკო ლოტიმ „ემპოლი“ -„ფიორენტინას“ მატჩის წინ Violanews-სთან ისაუბრა, სადაც საბა გოგლიჩიძეზეც გააკეთა კომენტარი.
როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, გოგლიჩიძე „ემპოლის“ საუკეთესო შენაძენია.
„აშკარაა, მატჩისადმი ძალიან დიდი ინტერესია. პრაქტიკულად, აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ემპოლის სეზონი ასე დამაჯერებლად დაეწყო – სეზონის პირველ რვა თამაშში წაგება არ ჰქონოდა. ქალაქში უდიდესი ეიფორიაა. ემპოლიმ მაქსიმალურად გამოიყენა ის მწირი ბიუჯეტი, რომელიც სატრანსფერო ბაზრისთვის ჰქონდა.
კარგ თამაშს აჩვენებს დ’ავერსას გუნდი, რომელსაც რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს, პირველ რიგში კი, გოგლიჩიძე, რომელიც მართალია, ზამთარში შეიძინეს, მაგრამ პოტენციური ჩემპიონია. „კასტელანიზე“ კვირისთვის ყველა ბილეთი გაყიდულია“, – აცხადებს ჯანმარკო ლოტი.