„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლების: ტალავერის, სავანეთის, ჭაპალასა და სამტრედოს მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებთან შეხვედრისას დელეგატმა განიხილა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. იმსჯელა დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
სამთავრობო გუნდი წლებია, მუშაობს რათა, სოფლად მოსახლეობას გაუუმჯობესონ ყოველდღიური საცხოვრებელი პირობები და ამ მიზნით სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
დელეგატის თქმით, ამ დროისათვის ტალავერში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჭაპალაში კი, სრული რეაბილიტაცია უტარდება საჯარო სკოლას.
„ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.