კიტეიშვილი „ლინცისა“ და „შტურმის“ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
ოთარ კიტეიშვილი „ლინცი“ – „შტურმის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რომლის ბედიც თავად გადაწყვიტა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში ქართველ ნახევარმცველი მოქმედი ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში არ იყო. კიტეიშვილი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანაგრიში 1:1 იყო. მოედნანზე შესვლიდან 13 წუთში კი „ლინცის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გამოიყენა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
კიტეიშვილი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ერთდროულად ორი ვერსიით დაასახელეს. ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა „შტურმის“ ქართველ ლიდერს 8,0 ქულა დაუწერა, ხოლო Flashscore-სგან კიდევ უფრო მეტი შეფასება დაიმსახურა – 8,6 ქულა.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ამას გარდა, მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა.