ირაკლი ქადაგიშვილი: მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გაკეთებული ბოლო დასკვნები საარჩევნო პერიოდში ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაციას, პოლარიზაციასა და ხალხზე ზეწოლის გაძლიერებას ემსახურება

x

„მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გაკეთებული ბოლო დასკვნები საარჩევნო პერიოდში ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაციას, პოლარიზაციასა და ხალხზე ზეწოლის გაძლიერებას ემსახურება”, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მან წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გაკეთებულ დასკვნებს გამოეხმაურა.

„წინასაარჩევნო პროცესში დაუფარავი ინტერვენცია ხდება, როდესაც იმავე სენატში, ან წინა პერიოდში ევროპარლამენტში ხდებოდა-ხოლმე ისეთი დაუსაბუთებელი რეზოლუციების, განცხადებების გაკეთება, რომელიც პირდაპირ არის დამიზნებული ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე – დაშინების კუთხით, მმართველი პარტიის ნეგატიური კუთხით წარმოსაჩენად და ასე შემდეგ.

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გაკეთებული ბოლო დასკვნები, რომელიც საარჩევნო პერიოდში ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაციას, პოლარიზაციასა და ქვეყანაზე, ხალხზე ზეწოლის გაძლიერებას ემსახურება, სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ამით მმართველი პარტიის აქციების დევალვაცია მოახდინოს და როგორმე ოპოზიციის როლი წარმოაჩინოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ