გოგა ხაინდრავა: საქართველოს ხელისუფლების რესურსი არის ხალხი, რომელიც არ მისცემს საშუალებას, მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია
„კორტნიმ პირდაპირ თქვა, რომ არჩევნების გაყალბებას აპირებსო „ქართული ოცნება“, ამიტომ ჩვენ ზომები უნდა მივიღოთო”, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედი LIVE“.
„საქართველოს ხელისუფლების რესურსი არის ხალხი, რომელიც არ მისცემს საშუალებას, მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია. უცხოელებს ესმით, რომ არ ჰყავთ საქართველოში ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ რაიმე ზიანი მიაყენოს ქვეყანას.
თუ საპროტესტო მოძრაობას არ ჰყავს სათავეში ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ, რა და როდის უნდა გააკეთონ, ვერაფერს ვერ მიაღწევენ“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.