გოგა ხაინდრავა: ის, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია და „დემოკრატები“ ახორციელებენ, პოლიტიკა არ არის
გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის დონის შემცირებაზე ისაუბრა.
იგი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში, დაძაბულობის დონე აუცილებლად შეიცვლება.
„შეიძლება, საერთოდ პოლიტიკა შეიცვალოს. ის, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია და „დემოკრატები“ ახორციელებენ, პოლიტიკა არ არის. პირველ რიგში, ეს თავად აშშ-ს აზიანებს. შეხედეთ, შიგნით რა ხდება! ასეთი რაოდენობის იარაღი, რაც ახლა იყიდება, ეს მონაცემები უმარტივესად გადასამოწმებელია. აშშ დგას სამოქალაქო ომის პირას – ამას ლაპარაკი არ უნდა! „დემოკრატები“ თავის ძალაუფლებას არ დათმობენ, რადგან უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომელიც ყველამ ვიცით. ბაიდენის შვილმა დანაშაული 9 პუნქტში აღიარა. ეს არის კორუფცია ჩინეთთან, უკრაინასთან და უამრავი სხვა – 9 პუნქტი აღიარა პრეზიდენტის შვილმა. თქვენ რა გინდათ მითხრათ, რომ ის იქ ისე დადიოდა, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა?!“, – დასძინა ხაინდრავამ.