კახა კალაძე: მერია წლის განმავლობაში ყიდულობს ტექნიკას, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებისთვის იყენებს
„ტექნიკა, სცენა – ეს არის ის მიმართულება, რომელიც მერიას აღებული აქვს წლის განმავლობაში და ამას აძლევს „თბილისობაზე“ შესაბამის კომპანიებს. ამ მიმართულებით დამატებითი შესყიდვა არ არის საჭირო“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის კითხვას ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ტექნიკის შესყიდვა გამარტივებული წესით არ ხდება. მერია წლის განმავლობაში აკეთებს ამ შესყიდვას, შემდეგ აღნიშნულ ტექნიკას, სცენას იყენებს სხვადასხვა ღონისძიებისთვის. მაგალითად, გუშინ ციციშვილის პარკის გახსნა გვქონდა, სადაც წარმოდგენილი იყო ტექნიკა, განათება, გახმოვანება. ამისთვის ცალკე ფული არ დაგვიხარჯავს, იმიტომ, რომ ერთხელ მოხდა ამის შესყიდვა და მთელი წლის განმავლობაში ამას ვიყენებთ. ასევეა „თბილისობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.