სოფელ დოესში საჯარო სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი მოეწყო
კასპის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში ასევე სოფლებში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ დოესში ერთი პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი მოეწყო, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველომ N1“ განახორციელა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობამ უზრუნველყო როგორც მოსწავლეების და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების, ასევე ადგილობრივების უპრობლემო გადაადგილება.