ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარმატებებს უსურვებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივანს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც NATO-ს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, სანდო და მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა, გააღრმავოს არსებული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.