პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა მოითხოვს გაუქმდეს 2004 წლის ბრძანებულება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
მისი თქმით, არ შეიძლება ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას უცხო ქვეყანაში აღზრდილი პირი ფლობდეს, რადგან ასეთი ხალხი ყოველთვის მის აღმზრდელ ქვეყანას ემსახურება.
„სალომე ზურაბიშვილი გახლავთ საქართველოში უცხოური სადაზვერვო ქსელის მეთაური! როგორც ლიბერალებს სჩვევიათ, მისი გამოსვლების უმრავლესობა ტყუილებზე და მანიპულაციებზე არის აგებული“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
ირაკლი გოგავას თქმით, სალომე ზურაბიშვილი გერმანულ ფაშიზმზე არაფერს ამბობს, რადგან მისი ოჯახის წევრების უმრავლესობა ფაშისტურ რეჟიმს ემსახურებოდა, რომელშიც საქართველომ 400 000 ქართველი დაკარგა.
“ის, რასაც პრეზიდენტი ამბობს, რომ დასავლეთის დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა – ტყუილია! ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სოფელი და სოფლის მეურნეობა მოშლილიყო. დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, იმისთვის რომ ჩვენი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა გაჩერებულიყო, რადგან მათ კონკურენცია არ გავუწიოთ.
ზურაბიშვილი ამტკიცებს იმასაც, რომ ქართულ ბიზნესს რეალური პოტენციალი გააჩნია ევროპული ბაზრის ასათვისებლად – ეს სიცრუეა! იქ რეალურად არ გვიშვებენ. მხოლოდ თაფლი შემოიტანეთო. უვიზო მიმოსვლის წყალობით 300 000 ქართველი წაიყვანეს და მესამედ ფასში ამუშავებენ ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე. ეს კოლონიალიზმია და ჩვენი ხალხის ექსპლუატაცია!”, – წერს ირაკლი გოგავა.
ვრცლად გაზეთ „დაიჯესტის“ მეორე ნომერში