გია აბაშიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე- თავისი არადიპლომატიური განცხადებებით, აშშ-ის საელჩო იქცა პოლიტიკურად მოდებატე მხარედ, რაც ასევე უპრეცედენტოა

“იმის გამო, რომ ამერიკის გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული სიყალბის გამავრცელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია “ისფედი” როგორმე გამართლდეს, იდგმება ისეთი უზნეო ნაბიჯები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ”, -წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, სადაც ასახულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

ანალიტიკოსის თქმით, ISFED-მა 2020 წელს ხმების პარალელური დათვლა გააყალბა, სხვა ვითომ არგუმენტები ძალიან არასერიოზულია ამერიკის დიპმისიის მხრიდან.

„თავისი არადიპლომატიური განცხადებებით, აშშ-ის საელჩო იქცა პოლიტიკურად მოდებატე მხარედ, რაც ასევე უპრეცედენტოა, თანაც სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. იმის გამო, რომ ამერიკის გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული სიყალბის გამავრცელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია “ისფედი” როგორმე გამართლდეს, იდგმება ისეთი უზნეო ნაბიჯები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ. 2020 წელს ხმების პარალელური დათვლა გააყალბა აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები”! “მაგრამ”, “თუმცა,” “სხვათა შორის” და სხვა ვითომ არგუმენტები ძალიან არასერიოზულია ამერიკის დიპმისიის მხრიდან”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ