„ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ინტერესები არის დროებითი და იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად.
„მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, დარწმუნებული ვართ, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა და როგორ უნდა დავალაგოთ მომავალი წლის დასაწყისიდან“, – განაცხადა პრემიერმა.