ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას.
„პასუხი არის არა“, – განუცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ის ასეთ პერსპექტივას.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, უპასუხოს ირანის სარაკეტო თავდასხმას, მაგრამ ეს პროპორციულად უნდა გააკეთოს.