ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება. ფოჩხუას შეფასებით, უკვე კითხვები აღარ დარჩა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ის წუხს ევროპის კრიზისზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რუსეთი შემოიჭრება. მისივე თქმით, ზურაბიშვილს, ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსახლეობამ “ღირსეული” გაცილება უნდა მოუწყოს, რომ უკან მობრუნების აღარანაირი სურვილი აღარ გააჩნდეს.
“დარჩა კიდევ კითხვები, რომ ეს ქალი იმ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომლის პრეზიდენტიც არის? ეს უსამშობლო არსება წუხს ევროპაზე, იმ ევროპაზე, რომელიც ისეთ კრიზისშია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რომ უარესს უკვე ვერავინ დამართებს. ასეთი ევროპის შემხედვარემ მაშინ რატომ არ ატეხა ამბავი, როცა ევროპის ქვეყნები ვეღარ აუდიან ცხოვრების გაძვირებას, უმართავ მიგრაციას, საწარმოების დახურვას და ა.შ. იმიტომ რომ უსამშობლოა, მისთვის არც საფრანგეთია სამშობლო და არც საქართველო, მისთვის სამშობლო ფულია და კეთილდღეობა. ამასაც როგორმე გავუძლებთ და დეკემბერში საქართველოს მოსახლეობამ “ღირსეული” გაცილება უნდა მოვუწყოთ, თან ისე, რომ აღარანაირი სურვილი გაუჩნდეს უკან მობრუნების”, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.