მამუკა მდინარაძე: შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომლის მხარდაჭერაზე კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” და ხელმოწერაზე – სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვეს! ისინი დგანან ლგბტ პროპაგანდის მხარეს

“შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომლის მხარდაჭერაზე კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” და ხელმოწერაზე – სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვეს!
ისინი დგანან ლგბტ პროპაგანდის მხარეს”,– ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“დასკვნაც არ სჭირდება. ეს უბრალოდ ფაქტია! 26 ოქტომბერს ხალხი დაგვავალებს, რომ იგივე ჩაიწეროს კონსტიტუციაშიც, რათა ვეღარავინ შეძლოს მისი შეცვლა! მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ!”,– წერს მდინარაძე. 
ასევე იხილეთ