შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელი მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს, რომელსაც ხელი სალომე ზურაბიშვილმა არ მოაწერა, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ეს არის ღირსების აქტი, რომელიც ერის საინტერესო ინტერესებს იცავს და უზნეობის ზნეობრივად დაკანონებას ხელს უშლის.
“შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელი მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს, რომელსაც ხელი სალომე ზურაბიშვილმა არ მოაწერა.
ეს არის ღირსების აქტი, რომელიც იცავს ერის საერთო ინტერესებს, არ დავაკანონოთ უზნეობა ზნეობრივად.
ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი რომელზე ხელმოწერასაც ალბათ ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია აქვს რადგან ის პასუხობს ერისა და ბერის ინტერესებს, დაიცვას მორალური ფასეულობები და პატივი სცეს არსებულს.
ლოგიკურია ეს კანონი თითის ქნევის საბაბი გახდება ჩვენი “მეგობრების” მხრიდან, მაგრამ ჩვენ ამ ღირსების აქტით ვიცავთ თავს, მომავალს და იმ ღირებულებებს რომლებიც ერს გვაერთიანებს და ამ ეროვნულ პრინციპს არაფრის ფასად არ დავთმობთ”, – წერს მეგრელიშვილი.