გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. ოპოზიციას, „ენჯეოებს“ ზურაბიშვილის თამადობით, უნდათ საქართველოს „გაელგებეტება“
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, იმით, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”, მან „ლგბტ დროშა ოფიციალურად გაიფორმა“.
„ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დასაწყისშივე ვთქვით, რომ ხელში გვეჭირებოდა ეროვნული დროშა. ოპოზიციას ზურაბიშვილის თამადობით, ხელში ექნებოდა ლგბტ დროშა და ეს ასეც მიდის, ახლა უკვე ოფიციალურად. ჯერ ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა კანონს, რაც ნიშნავს, რომ ეს ლგბტ დროშა ოფიციალურად გაიფორმა. ე.წ. ოპოზიციას, „ენჯეოებს“ ზურაბიშვილის თამადობით, უნდათ საქართველოს „გაელგებეტება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. დოკუმენტი ძალაში შევიდა, რადგან მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.