“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა ზემო ფონიჭალის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა ზემო ფონიჭალა N11-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.
ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.