„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მოსკოვის გამზირის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მოსკოვის გამზირის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე იყო საუბარი. შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ მმართველი გუნდის პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ვარლამ ლიპარტელიანმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ 26 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობას და შემდგომ განვითარებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე და სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების” სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე.