უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტრავმირებული ფეხბურთელების შემცვლელები გამოიძახა
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის ვიტალი მიკოლენკოსა და ვიქტორ ციგანკოვის შემცვლელები გამოიძახა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ევერტონის“ მარცხენა მცველი მიკოლენკო და ესპანური „ჟირონას“ ნახევარმცველი ციგანკოვი ეროვნულ ნაკრებს ტრავმების გამო დააკლდნენ. რებროვმა მათ ნაცვლად სარეზერვო სიიდან კიევის „დინამოს“ შემტევი (ნაკრებში თამაშების რაოდენობით რეკორდსმენი) ანდრეი იარმოლენკო და ამერიკული „ოსტონის“ მცველი, ალექსანდრ სვატკო ძირითად სიაში გადაიყვანა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ნაკრების მატჩებს დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველი და კაპიტანი, ტარას სტეპანენკო ტრავმის გამო გამოტოვებდა. თუმცა, ეს ამბავი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ორი მატჩის წაგების ალბანეთთან (1:2) და ჩეხეთთან (2:3) შემდეგ, უკრაინა ჯგუფში ბოლო ადგილზეა. უახლოეს შეხვედრას რებროვის გუნდი 11 ოქტომბერს პოზნანში საქართველოს ნაკრებთან გამართავს, ხოლო 14 ოქტომბერს ჩეხეთს ვროცლავში მიიღებს.