ორბანი ევროკავშირს ემუქრება, რომ მიგრანტებს ბრიუსელში ჩაიყვანს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კვლავ აკრიტიკებს ევროკავშირის მიერ არალეგალი მიგრანტების თაობაზე დადგენილ კვოტებს და იმუქრება, რომ ის მათ ბრიუსელში ჩაიყვანს.
„ბრიუსელის ბიუროკრატებს, როგორც ჩანს, არ ესმით, თუ რაზეა საუბარი. თუ ისინი გააგრძელებენ ჩვენს დევნას არალეგალური მიგრაციის შესახებ კანონის მეშვეობით, ჩვენ უნგრეთის საზღვრიდან მიგრანტებს ბრიუსელის მთავარ მოედანზე ჩაყვანას უზრუნველყოფთ“, – განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, ევროკავშირს მოუწევს „დაწვეს იმ ლოგინში, რომელიც თავად გაშალა“.
The bureaucrats in #Brussels don’t seem to get the message. If they continue to harass us by exploiting the law on illegal #migration, we will transport #migrants from the Hungarian border to the main square in Brussels (in accordance with the rules set out in their failed… pic.twitter.com/w7nTFjhkho
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 5, 2024