ზელენსკის განცხადებით, „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 12 ოქტომბერს „რამშტაინის“ 25-ე შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს.
„ჩვენ წარმოვადგენთ გამარჯვების გეგმას, მკაფიო, კონკრეტულ ნაბიჯებს ომის სამართლიანი დასრულებისკენ,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, პარტნიორების მონდომებას და უკრაინის გაძლიერებას რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ წარმოდგენილი გამარჯვების გეგმა „პროდუქტიულ ნაბიჯებს“ შეიცავს.
„ჩვენ მივიღეთ ეს გეგმა, განვიხილეთ, ვნახეთ მასში არაერთი პროდუქტიული ნაბიჯი“, – აღნიშნა მილერმა.