რატი ბრეგაძე სააკაშვილის ფორმა 100-ის გაყალბებაზე: ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“
“ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი ინფორმაციას, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ფორმა 100 მისმა ექიმმა გააყალბა.
„ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის „ვსესაიუზნი“ ჯილდოზე არიან წარდგენილნი. წინ, მართალო ამხანაგებო! P.s ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, – წერს რატი ბრეგაძე.