ზურაბ ქადაგიძე ზურაბიშვილზე: ამ საცოდავს ვინ ეკითხება ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, და ან ტექნიკური მთავრობის ფორმირებას?!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის ისეთი კანდიდატი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და არც ტექნიკური მთავრობის ფორმირებას.
„ეზოპეს „ბუზისა და ეტლის” იგავისა არ იყოს – ამ საცოდავს ვინ ეკითხება ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, და ან ტექნიკური მთავრობის ფორმირებას?!
ამ საცოდაობას თავი კიტრი ჰგონია და სინამდვილეში ბადრიჯანია ჩადგმით, ისიც სხვის სუფრაზე!
მიდი, სალომე, ეზოპეს ბუზივით ეტლს თუ ვერ გააქროლებ, შენ პატრონებს მაინც მოაჩვენებ თავს დიდ მეფაიტონედ და შენ თუ არა, შენს შვილებს მაინც დაუფასდებათ დედის უკიდეგანო თავგანწირვა!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.