მირიან ყარაულაშვილი: მნიშვნელოვანი მომენტი – სრული მობილიზაციის დროა!
„ახლა დროა, სახელისუფლებო პარტიამ გააერთიანოს ყველა თავისი ძალა. საჭიროა მობილიზაცია ყველა დონეზე – რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში. თბილისში გრანდიოზული მიტინგის ჩატარება, სადაც ყველა რეგიონიდან შეიკრიბებიან ჩვენი მხარდამჭერები, იქნება იმ მუხტის გადამდები ძალა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს და ჩვენი გამარჯვების საფუძველი გახდება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი წერს და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერი არის ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილური მომავლისთვის.
„მნიშვნელოვანი მომენტი – სრული მობილიზაციის დროა!
დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის მხოლოდ რიგითი არჩევნების საკითხი. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ცდილობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ოპოზიცია, საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაზე ზეწოლის მოხდენას, რათა დეზინფორმაციითა და პროპაგანდით ხალხი დაარწმუნონ, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს. მიზანი აშკარაა – საპროტესტო აქციები, არეულობა და საბოლოოდ ძალადობრივი ცვლილებები ქვეყანაში.
ამ პროპაგანდისტული ტალღის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ რიგითმა ამომრჩეველმა დაინახოს ნამდვილი სურათი. ეს არ არის მხოლოდ ბრძოლა ერთ არჩევნებზე – ეს არის ბრძოლა საქართველოს სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების დასაცავად. სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ლიდერების მოწოდებები კი მხოლოდ ამ დესტაბილიზაციის მცდელობის ნაწილია.
ახლა დროა, სახელისუფლებო პარტიამ გააერთიანოს ყველა თავისი ძალა. საჭიროა მობილიზაცია ყველა დონეზე – რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში. თბილისში გრანდიოზული მიტინგის ჩატარება, სადაც ყველა რეგიონიდან შეიკრიბებიან ჩვენი მხარდამჭერები, იქნება იმ მუხტის გადამდები ძალა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს და ჩვენი გამარჯვების საფუძველი გახდება.
მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. რიგითი ამომრჩეველიც უნდა დადგეს მომავლის დასაცავად! ყველა ჩვენგანი ვალდებულია, მივიდეს საარჩევნო უბნებზე, მტკიცედ და აქტიურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის არჩევანი. არ მივცეთ დეზინფორმაციას და ქაოსს შანსი, არ დავუშვათ, რომ ქვეყნის მომავალი დაღუპოს ძალადობრივმა სცენარმა.
ჩვენს ერთობას, აქტიურობასა და მობილიზაციას ვერავინ გადალახავს. 26 ოქტომბერი არის ჩვენი დიდი ბრძოლა – ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილური მომავლისთვის.
ერთად გავიმარჯვებთ!” – წერს მირიან ყარაულაშვილი.