მუსიალა ერთა ლიგას გამოაკლდა
მიუნხენის „ბაიერნმა“ გამოაცხადა ნახევარმცველის, ჯამალ მუსიალას ტრავმის შესახებ.
21 წლს ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აქვს და იძულებულია, გარკვეული დრო უარი თქვას ვარჯიშებზე.
Sky Sport-ის ჟურნალისტის, კერი ჰაუს ინფორმაციით, მუსიალა გამოტოვებს ბუნდესლიგის მატჩს „აინტრახტის“ წინააღმდეგ, ასევე ვერ დაეხმარება გერმანიის ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებში ბოსნიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ.
ცნობილი გახდა, რომ მუსიალას ნაცვლად გერმანიის ნაკრებში გამოიძახეს ჯეიმი ლეველინგი „შტუტგარტიდან“.