შალვა პაპუაშვილი: იქნება პრეზუმფცია, თითქოს, აუცილებლად ვიღაცამ რაღაც უნდა გააყალბოს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ გზავნილებს „იმედის კვირასთან“ გამოეხმაურა.

„იცით, რომ ელექტრონული მთვლელების პირობებში სპეკულაციაც კი შეუძლებელია რაიმე მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი კამპანიაა აწყობილი ორგანიზაციებისგან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, როგორ ავიცილოთ გაყალბება და ასე შემდეგ. იქნება იმის გარკვეული აღქმა და პრეზუმფცია, თითქოს, აუცილებლად ვიღაცამ რაღაც უნდა გააყალბოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ