გახარიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კარანაძე: ხაზარაძე და გახარია აბსოლუტურად ერთნაირი თაღლითები და გამყიდველები არიან – ორივე ერთად კი, ნაცების მაშველი რგოლი
„ხაზარაძე და გახარია, აბსოლუტურად ერთნაირი თაღლითები და გამყიდველები არიან (ალბათ ამიტომ გაუგეს ერთმანეთს ასე კარგად და აპირებენ მომავალში თანამშრომლობას), ორივე ერთად კი, ნაცების მაშველი რგოლი“, – წერს სოციალურ ქსელში გახარიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კარანაძე.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში თუ ვინმეა თაღლითი და თუ ვინმე აკეთებს ნაცების საქმეს, ეს სწორედ გიორგი გახარიაა.
„დღეს ვუყურე „იმედის კვირას“ და დავრწმუნდი, რომ ხაზარაძე და გახარია, აბსოლუტურად ერთნაირი თაღლითები და გამყიდველები არიან (ალბათ ამიტომ გაუგეს ერთმანეთს ასე კარგად და აპირებენ მომავალში თანამშრომლობას), ორივე ერთად კი, ნაცების მაშველი რგოლი.
ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ ნებისმიერი ფორმით.
უფრო მეტიც, შემიძლია ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე გიორგი გახარიას და გამცეს პასუხი ორ კითხვაზე:
- რატომ მოგვატყუა ახალგაზრდები, რომ ნაცების წინააღმდეგ იბრძოდა, რატომ თანამშრომლობს მათთან, ვინც უბედურების ქარცეცხლში გაატარა ჩემი და კიდევ ათასობით ქართველის ოჯახი.
- რატომ გადააგდო და არ გადაუხადა ხელფასები ახალგაზრდებს და რატომ დაგვემალა. იქვე დავუმტკიცებ, რომ თუ ვინმეა თაღლითი ქვეყანაში და თუ ვინმე აკეთებს ნაცების საქმეს, ეს თავად გიორგი გახარიაა.
„ქართულ ოცნებას“ რომ ერთი ადგილი ჰქონდეს და რეალური საზოგადოებისგან არ იყოს დისტანცირებული, დღეს გახარია და ხაზარაძე პოლიტიკაში კი არა, საბრალდებო სკამებზე უნდა ისხდნენ!“ – წერს გიორგი კარანაძე.