ლევან ნიკოლეიშვილი: გაგიჟებულა გიორგი ბარამიძე, რას ჰქვია, სალომე ზურაბიშვილს პრემიერი შერჩეული ჰყავს, ქარტიაში ასეა არ წერიაო, მეორეც, სააკაშვილი ჯერ კიდევ არ შეუწყალებიაო – ზურაბიშვილს ვინ ეკითხება პრემიერის დასახელებას, დაავალეს უცხოელმა ბატონებმა

„გაგიჟებულა გიორგი ბარამიძე, რას ჰქვია, სალომე ზურაბიშვილს  პრემიერი შერჩეული ჰყავს, ჯერ ერთი, ქარტიაში ასეა არ წერიაო, მეორეც – სააკაშვილი ჯერ კიდევ არ შეუწყალებიაო, საერთოდ ჩვენ არ გვეკითხებიანო?!“ –  წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

იგი ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, რომელმაც აღნიშნა, რომ  ქარტიაში არ წერია, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეარჩიოს პრემიერობის კანდიდატი, რომელიც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მოიწონოს. როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება პრემიერის დანიშვნას ან დასახელებას, მას ეს უცხოელი პატრონებისგან აქვს დავალებული, რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალებას, აღნიშნული ჯერ მისთვის არ დაუვალებიათ, სხვა შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტსაც შეიწყალებდა.

„გაგიჟებულა გიორგი ბარამიძე, რას ჰქვია, სალომე ზურაბიშვილს  პრემიერი შერჩეული ჰყავს, ჯერ ერთი ქარტიაში ასეა არ წერიაო, მეორეც – სააკაშვილი ჯერ კიდევ არ შეუწყალებიაო, საერთოდ ჩვენ არ გვეკითხებიანო?! ახლა კი  გავხსნათ კარტები:

  1. სალომე ზურაბიშვილს ვინ ეკითხება პრემიერის ან დასახელებას, ან დანიშვნას, დაავალეს უცხოელმა ბატონებმა და გაიჭიმა – პრემიერის კანდიდატი მყავსო.
  2. სააკაშვილის შეწყალება ჯერ არ დაუვალებიათ, თორემ ნაკლები კრიმინალები არ შეუწყალებია?!
  3. ოპოზიციას რომ არ ეკითხება უცხოელი „დიდი მეგობრები“, ახლა გაიგეს?

აი, ხელისუფლება კი მტრად მიაჩნიათ, ვერ დაიმორჩილეს, თავის ჭკუაზე ვერ ატარეს და ამიტომაც ებრძვიან, თორემ ოპოზიციას აგერ სალომე ზურაბიშვილი დაუნიშნეს დროებით უფროსად“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

ასევე იხილეთ