კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2024“ აღინიშნა
კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2024“ აღინიშნა.
დღის განმავლობაში ღონისძიების ფარგლებში იმართებოდა სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული სანახაობები, პატარებისთვის კი სპეციალური საბავშვო გასართობი სივრცე იყო მოწყობილი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ადმინისტრაციული ერთეულის კუთხეები, ადგილობრივ მეწარმეთა მიერ გამოფენილი პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და სხვა.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმოქმედი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ „ლეგენდარული ქართული ხმები“ და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“.
ღონისძიება დასრულდა ჯგუფ „რეგიონის“ გამოსვლით.