ბორელი: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტების მიერ განხორციელებულმა შემზარავმა ტერაქტმა გავლენა მოახდინა რეგიონზე, ევროკავშირსა და მთელ მსოფლიოზე
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტების მიერ განხორციელებულმა შემზარავმა ტერაქტმა გავლენა მოახდინა რეგიონზე, ევროკავშირსა და მთელ მსოფლიოზე.
ჟოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, ხოლო ისრაელელი ხალხი ვერ შეხედავს მომავალს თავდაჯერებულად, სანამ არ დარწმუნდება, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდება.
„სამხედრო გადაწყვეტილება არ მოუტანს მომავალს ისრაელისა და პალესტინის ხალხს. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოუტანს მათ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ფრონტზე ერთადერთი გზაა მძევლების გათავისუფლებისა და ამ უკიდურესად საშიში სიტუაციის დეესკალაციისთვის.