“ნაციონალურმა მოძრაობამ” ნეგატიური კამპანია დაიწყო და ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ნეგატიური კამპანია დაიწყო და ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა. „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ავტორობით გაკეთებულ ბანერებზე ვკითხულობთ: „მოიშორე ოცნება“, „მოიშორე ბიძინა“.
ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერებით „ნაცმოძრაობის“ წევრებმა მოსახლეობასთანაც გამართეს შეხვედრები და წინასაარჩევნო დაპირებები ნეგატიური კამპანიის ფარგლებში გასცეს.
შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაწყებულ ნეგატიურ კამპანიაზე ჯერ-ჯერობით შეფასება არ გაუკეთებიათ ელჩებს და ე.წ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.