საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია “ნაციონალური მოძრაობის” ნეგატიურ კამპანიაზე და მათ ბანერებზე საუბრობს, რომლის შეფასებითაც, „ეს პირდაპირ ზიზღის და ბულინგის ენაა“.
ირაკლი კირცხალია აგრეთვე სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, თავიანთ ანგარიშებში შეიტანონ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერებზე ვხედავთ.
„ზედმეტი აღქმები არ სჭირდება, ეს არის პირდაპირ ზიზღის ენა, პირდაპირი ბულინგის ენა, ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური “ნაცმოძრაობა” სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას. ახლა ეს ბანერებიც არის ამის პირდაპირი გამოხატულება. მოვუწოდებ ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც მუშაობს და რომელიც აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს ჩვენს ქვეყანაში, სასწრაფოდ შეიტანონ თავიანთ ანგარიშებში ეს სიბინძურე, ეს სიძულვილის ენა, რასაც ვხედავთ მათ ბანერებზე. ვისაც ეკუთვნის, ადრესატი თვითონ მიხვდება, რომ ნუ არიან დაკავებული ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით, არამედ ობიექტურად განსაჯონ პოლიტიკური სიტუაცია და წინასაარჩევნო ვითარება”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.