მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე – პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა

„ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე – პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა  ბენეფიტებიც ეძლევა“, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგად ადამიანების დანახარჯი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

„მმართველ პარტიას არ გააჩნია ალტერნატივა, რათა ხელში აიღონ მმართველობა. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე და ჩვენი რეალისტური დაპირებები გულისხმობდა კონკრეტულ ზრდას პენსიის მიმართულებით.

12 წელთან შედარებით დღევანდელი ვითარება თვისობრივ შეფასებას საჭიროებს. პენსიონერს, რომელსაც ესაჭიროება მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება, პენსიის სახით ეძლევა, ამავდროულად მას ეძლევა უზარმაზარი ბენეფიტები, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა ან მედიკამენტების პროგრამა იძლევა.  ფულად თანხაში რომ გამოვხატოთ, ეს არის ერთი იმდენი თანხა, რომელიც შეიძლება პენსიონერს ხმარდებოდეს. ეს აუცილებლად ანგარიშგასაწევი და გასათვალისწინებელია.

დღეს პენსიონერს ეზოგება მედიკამენტზე გასაწევი ხარჯები, ამით მნიშვნელოვან დანაზოგებს აკეთებენ. არსებობს მაგ: ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატებზე სახელმწიფო პროგრამა, რომლის მედიკამენტებიც უფასოდ გაიცემა. მათთვის ბევრი კვლევაა ხელმისაწვდომი, აქ დანახარჯები არა აქვთ და მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ თანხით მიცემული პენსია მთლიანად საკუთარ თავს მოახმარონ.

 რაც შეეხება მიზნობრივ პროგრამებს, ის, რომ დღეს არსებობს ელიმინაციის პროგრამა, ვერტიკალური პროგრამები ეს ისტორიული მნიშვნელობის ამბავია. ეს მძიმე სენი ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებდა და ეს იყო მათთვის ხელმიუწვდომელი. ახლა კი, ეს ყველაფერი უფასოდაა მათთვის ხელმისაწვდომი. ბევრი ადამიანი დახსნილი იქნა სიკვდილისგან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ასევე იხილეთ