“საზოგადოება, მისი ამომრჩევლებიც კი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანი გადამგდებია”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას.
პარლამენტის დეპუტატი გამოეხმაურა გახარიას განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ეხება.
„საკუთარი გუნდის წევრებს და ლიდერებს რომ გადააგდებ, ქვეყანას რას უზამ? ერთხელ გადააგდო უკვე, მერე ხალხის მოტყუება უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. სავარაუდოდ იგივე პრობლემების გამო ორი ამბიციური პიროვნება – ხაზარაძე და გახარია ვერ შეთანხმდნენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე ხელმოწერის შემდეგ გიორგი გახარია დოკუმენტს აკრიტიკებს და დასცინის. მეტიც, გახარია ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია პუნქტი, სადაც რიგგარეშე არჩევნებზეა საუბარი.