მამუკა მდინარაძე: ჩვენი ქვეყნის არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს: გამოჩნდა, რომ ყველაფერი ქართულისთვის რუსული დაერქმიათ, არ იმუშავა, რადგან მათი მხრიდან სხვა უპრეცედენტო ზომების მიღება გახდა საჭირო
„ჩვენი ქვეყნის არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს: საქართველოს მოქალაქეს არჩევანი ძალიან გაუადვილდა: მან უნდა აირჩიოს, ვისკენ არის საკუთარი ქვეყნის არჩევნებში, ქართველებისკენ, თუ უცხოელებისკენ!”- ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, გონიერი ადამიანი ქართველი ერის გაუტეხელი ხასიათიდან გამომდინარე, ხვდება – რაც უფრო გაძლიერდება ანტიქართული ზეწოლა, მით უფრო გაძლიერდება ქართული მხარდაჭერა.
„ჩვენი ქვეყნის არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს:
1. მოხდა აგენტურის აბსოლუტური ლუსტრაცია.
2. გამოჩნდა, რომ კამპანიამ, ყველაფერი ქართულისთვის რუსული დაერქმიათ, არ იმუშავა, რადგან მათი მხრიდან სხვა უპრეცედენტო ზომების მიღება გახდა საჭირო.
3. ხალხი უფრო კარგად გაიაზრებს, რა მოყვებოდა ბოლო წლებში გარედან შეკვეთილ ემოციებზე აყოლას.
4. ხალხმა ასევე დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, თავად ჩაანაცვლონ ოპოზიცია.
5. საქართველოს მოქალაქეს არჩევანი ძალიან გაუადვილდა: მან უნდა აირჩიოს, ვისკენ არის საკუთარი ქვეყნის არჩევნებში, ქართველებისკენ, თუ უცხოელებისკენ!..
6. ყველა ოდნავ გონიერი ადამიანი ჩვენი, ქართველი ერის გაუტეხელი ხასიათიდან გამომდინარე, ხვდება – რაც უფრო გაძლიერდება ანტიქართული ზეწოლა, მით უფრო გაძლიერდება ქართული მხარდაჭერა!” – წერს მამუკა მდინარაძე.