იტალიელი ევროპარლამენტარი: ვინ უნდა მართოს საქართველო, ეს არ უნდა გადაწყვიტოს არც ამერიკამ, არც სხვა რომელიმე ძალამ, მხოლოდ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე იტალიელმა ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ვალემ განაცხადა, რომ „ვინ უნდა მართოს საქართველო, ეს არ უნდა გადაწყვიტოს არც ამერიკამ, არც სხვა რომელიმე ძალამ, მხოლოდ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“.
„როდესაც ამ პარლამენტის უმრავლესობის ჯგუფები საგარეო საქმეთა საკთხებს ეხებიან, ზედაპირზე ამოდის ევროკავშირის ყველა ორმაგი სტანდარტი და პირმოთნეობა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას და რომელმაც დაიწყო გაწევრიანების პროცესი, რამაც სერიოზული ენთუზიაზმი წარმოშვა მოქალაქეებში, რაც დასაფასებელია. ეს ჩვენთვის არის შესაძლებლობა, რომ გავაუმჯობესოთ დიალოგი და გავაძლიეროთ დიპლომატიური კავშირები. უკრაინაში ომის ფონზე, ხალხს სურს კონკრეტული გეოპოლიტიკური ხედვის დაწესება ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა, ეს ხდება NATO-სა და შეერთებული შტატების კარნახით“, – აღნიშნა მან.