„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებს დაესწრო
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებს დაესწრო. ორხევში დელეგატი დაესწრო ფეხბურთელ ვახო ფანგანის სახელობის ტურნირს მინიფეხბურთში, რომელიც უკვე წლებია, სხვადასხვა რაიონების ახალგაზრდებს შორის იმართება. ასევე, წმინდა ბარბარეს დასახლებაში ვარლამ ლიპარტელიანი დაესწრო ვიტალი დარასელიას სახელობის ჩემპიონატს მინიფეხბურთში, რომელსაც ასევე ტრადიციული ხასიათი აქვს. დელეგატმა ტურნირებში გამარჯვებულებს მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოზარდებში მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
ტურნირებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი და სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე.