ნეთანიაჰუ: ჩვენ გავანადგურეთ ნასრალა, მისი შემცვლელი და მისი შემცვლელის შემცვლელი

ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისმა ქვეყანამ ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად მოკლულია „ჰეზმოლას“ მოკლული ლიდერის, ჰასან ნასრალას ორი მემკვიდრე.

„ჩვენ შევასუსტეთ „ჰეზბოლას“ შესაძლებლობები. ჩვენ გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი, თვით ნასრალას, მისი მემკვიდრის და მემკვიდრის მემკვიდრის ჩათვლით“, – აცხადებს ნეთანიაჰუ, თუმცა, მათ სახელებს არ აკონკრეტებს.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰეზბოლას ახალი მეთაური, ჰაშემ საფიედდინი, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფების მოკლული ლიდერი ჰასან ნასრალა უნდა ჩაენაცვლებინა, სავარაუდოდ, გასულ კვირას ლიბანში განხორციელებულ ავიადარტყმებს ემსხვერპლა.

ასევე იხილეთ