არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტარების რეზოლუციაზე: ამ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს
“უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და წინასაარჩევნო პერიოდში”, – ასე აფასებს არჩილ გორდულაძე რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ აღნიშნულ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს.
„ასეთ დოკუმენტებს არავითარი ობიექტურობის ნიშანწყალიც არ აქვს. შესაბამისად, ამ დოკუმენტებს არ აქვს არავითარი ფასი. ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ასეთ დოკუმენტები როდესაც იქმნება და ასეთი რიტორიკა როდესაც გვესმის, ეს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ უხეშ ჩარევას ჩვენს შიდა პოლიტიკაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, – აცხადებს გორდულაძე.
ვიზალიბერალიზაცია, პერსონალური და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება – ეს ის საკითხებია, რომლებიც 14 ევროპარლამენტარის რეზოლუციის პროექტში აისახა.