სენაკის მუნიციპალიტეტში 5 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოში  აბაშა-ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მცენარეებისა და ნატანი მასისგან 5 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად,   მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდითი სამუშაოები ნოემბერის ბოლოს დასრულდება.

ასევე იხილეთ