სიეტლი-სტამბოლის რეისზე Turkish Airlines-ის პილოტი გარდაიცვალა
სიეტლი-სტამბოლის რეისზე Turkish Airlines-ის პილოტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ 59 წლის ილჩეჰინ ფეჰლივანი შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავის მართვა მეორე პილოტმა და თანაპილოტმა გადაიბარეს.
„როდესაც პილოტისთვის პირველადი დახმარების გაწევის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ეკიპაჟმა გადაწყვიტა ავარიული დაშვება განეხორციელებინა, თუმცა კაპიტანი დაშვებამდე გარდაიცვალა“, – აღნიშნეს ავიაკომპანიაში.
Airbus A350 ნიუ-იორკში დაეშვა. ავიაკომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გარდაცვლილ მფრინავს მარტის დასაწყისში რეგულარული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მას ჯანმრთელობის პრობლემა არ გამოუვლინდა.