გიორგი ჩაკვეტაძე: იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეიძინა, არის ფასდაუდებელი რელიკვია, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა

“იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეიძინა, არის ფასდაუდებელი რელიკვია, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა”, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.

„ეს არის ძალიან დიდი ქველმოქმედება, მეცენატობა. ის რომ იოანე ზოსიმეს ისტორიული ხელნაწერები ბრუნდება და თავის ადგილს იმკვიდრებს საქართველოში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს“, – მიიჩნევს ჩაკვეტაძე.

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი თბილისშია. წიგნი საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა აჩუქა. საგანძური კრისტის აუქციონზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მილიონ ფუნტად შეიძინა.

ასევე იხილეთ