“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზორვეთის, ტყლაპივაკის, სასახლისა და საზანოს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე, ასევე, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
„მოსახლეობას აქვს დადებითი შეფასება განხორციელებულ პროექტებზე და ასევე, აქვთ ჯანსაღი კრიტიკა, რაც ჩემი გუნდისათვის მისასალმებელია. სწორედ ეს არის დემოკრატია, რომ ყველა მოქალაქემ თავისუფლად გამოხატოს მისი აზრი, ჩვენ კი მზად ვართ მოვისმინოთ, გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ თითოეული ადამიანის მოსაზრება, რაც ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს,“- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.