შიდა ქართლში 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ქ. ხაშურის ტერიტორიაზე მცენარეებისა და შლამისგან 8 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხი იწმინდება.
ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. აღდგენილი საირიგაციო არხის მეშვეობით ქ. ხაშურისა და 4 სოფლის (ცხრამუხა, ოსიაური, აგარები, გომი) მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, მიმდინარე თვის ბოლოსთვის დასრულდება.