ირაკლი კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის შემდგომი განვითარება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ჩვენი უმთავრესი პრინციპული ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, უზრუნველვყოთ ქვეყნის შემდგომი განვითარება და ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქუდზე კაცი გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უზრუნველვყოთ ამ ქვეყნის მყარი, სტაბილური განვითარება, საჭიროა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ