ნინო ფოჩხუა IPSOS-ის კვლევაზე: დღე არ გავა, საქართველოს შესახებ კვლევებში წინსვლასა და წარმატებაზე არ იყოს საუბარი – ეს არის ის დადებითი შედეგი, რასაც ახორციელებს ხელისუფლება მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად
ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება.
ფოჩხუა წერს, რომ როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს, მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან მთავრობისგან, ეს მონაცემები კი გაზრდილია 2018 წელთან შედარებით, როცა პირველად ჩატარდა IPSOS-ის კვლევა.
მისივე თქმით, ეს არის ის დადებითი შედეგი, რასაც ახორციელებს ხელისუფლება მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად.
„დღე არ გავა, საქართველოს შესახებ კვლევებში მის წინსვლასა და წარმატებაზე არ იყოს საუბარი. ახლაც ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს, გამოაქვეყნა კვლევა, სადაც გამოკითხულთა 61%-ის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, არის ძალიან კარგი. როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან მთავრობისგან, ეს მონაცემები კი გაზრდილია 2018 წელთან შედარებით, როცა პირველად ჩატარდა IPSOS-ის კვლევა. ეს არის ის დადებითი შედეგი, რასაც ახორციელებს ხელისუფლება მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.