ედიშერ გვენეტაძე ლორა თორნტონის ანგარიშზე: კიდევ ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორი მეხუთე კოლონა მოქმედებს საქართველოში – რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებს მათ, რომ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არსებულ იმ ჩანაწერს აფასებს, რომლის თანახმად, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ემხრობოდა.
გვენეტაძის განცხადებით, ეს არასამთავრობოები, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ და მსგავსი ორგანიზაციების მიერ არიან გამოზრდილები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უნდა დასრულდნენ.
კიდევ ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორი ყორღანაშვილისეული მეხუთე კოლონა მოქმედებს საქართველოში. ამას ადასტურებს „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი. ამ მაღალჩინოსანი ქალბატონის თქმით – „რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებდა და უმტკიცებს მათ, რომ შეეჩერებინათ და შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა“.
ორი აზრი არ არსებობს იმისა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის და მისივე მსგავსი კაჟაიების დაჩეკილ, გამოზრდილ, ნაკვებნი არიან და როდესაც გაღმელ კაჟაია ბულავებს დასჭირდებათ – გაუწევენ ფარდას, აუქნევენ ხელს, მისცემენ ნიშანს, ისინიც უმალვე იწყებენ ჟივილ-ხივილს:
საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე; საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებული „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებაზე; საქართველოს ომში ჩაბმაზე; საქართველოს მიერ რუსეთისადმი სანქციების დაწესებაზე.
ამიტომაც 26 ოქტომბერს 21-ე საუკუნის ეს მაღალხელფასიანი ყორღანაშვილები, აუცილებლად უნდა დასრულდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ელის ომი, უბედურება და საბოლოო განადგურება“, – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.