ნინო ფოჩხუა: ნუთუ ამდენ ხანს ვერ დარწმუნდა დესტრუქციული ოპოზიცია, რომ დღეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობს – ყველა ქმედება, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იგეგმებოდა, აღკვეთილი იქნა თავშივე, ასე მოხდა დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც

x

„ნუთუ ამდენ ხანს ვერ დარწმუნდა დესტრუქციული ოპოზიცია, რომ დღეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობს, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები. ყველა ქმედება, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იგეგმებოდა, აღკვეთილი იქნა თავშივე. ასე მოხდა ახლაც, დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

ფოჩხუა ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და არავის მიეცემა ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობა. ექსპერტის თქმით, ოპოზიციამ მშვენივრად იცის, რომ არჩევნებზე არათუ გამარჯვება, არამედ 5%-იანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებათ, ამიტომ, ყველაფერს იღონებენ პროვოკაციის მოსაწყობად და უმძიმესი, მე-9 საარჩევნო მარცხის თავიდან ასარიდებლად.

„ნუთუ ამდენ ხანს ვერ დარწმუნდა დესტრუქციული ოპოზიცია, რომ დღეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობს, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები. ყველა ქმედება, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იგეგმებოდა, აღკვეთილი იქნა თავშივე. ასე მოხდა ახლაც, დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციამ მშვენივრად იცის, რომ არჩევნებზე გამარჯვების კი არა, 5%-იანი ბარიერის გადალახვაც საეჭვოა მათთვის, ამიტომ ყველაფერს იღონებენ პროვოკაციის მოსაწყობად, რადგან გარდა იმისა, რომ მანიაკური სურვილი აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის, უმძიმესი მე-9 საარჩევნო მარცხი მათ საერთოდ გაანულებს. პრემიერის თქმით, მათი ოფისებიდან გამოჟონილ ინფორმაციებზე დაყრდნობით,  საფრთხე რეალურია.

მართლაც, როგორც არასდროს, დღეს საარჩევნო გარემო არის თავისუფალი და კონკურენტული, რაც აღინიშნა კიდეც ეუთო-ოდირის ანგარიშშიც, ასე იქნება ბოლომდე და თუ ვინმე შეეცდება რაიმე პროვოკაციას, სახელმწიფოს აქვს უნარი აღკვეთოს დანაშაული და იმოქმედოს კანონის სრული სიმკაცრით“, –  წერს ნინო ფოჩხუა.

 

ასევე იხილეთ