პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დიმიტრი ხუნდაძე შეხვედრებს მცხეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის მოსახლეობას შეხვდა.
დიმიტრი ხუნდაძემ შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე, ასევე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, მან ასევე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და მასში გამარჯვების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.